logo
ENG



ISFED "ოცნების" სუფრაზე: წინასაარჩევნოდ ასეთი ფაქტები შეიძლება მოსყიდვის ეჭვს აჩენდეს

04 ოქტ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებთან სუფრებისგან და მსგავსი აქტივობებისგან თავი უნდა შეიკავონ, ვინაიდან ეს ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებასთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

როგორც ნიჟარაძემ თქვა, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსგავს ღონისძიებებზე პარტიებს მასობრივად მიჰყავთ პედაგოგები და საჯარო მოხელეები.

"ჩვენთვის უფრო საყურადღებოა, როდესაც ასეთი სახის შეხვედრებზე მასიურად მიჰყავთ ხოლმე პედაგოგები, სკოლების ბაღების, საჯარო მოხელეები. ამ ფაქტსაც შესწავლა სჭირდება, თუმცა, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ და არჩევნები გვიახლოვდება, ასეთი ფაქტები შეიძლება გარკვეულ ეჭვებს აჩენდეს, რომ ხომ არ ჰქონდა შეხვედრაზე ადგილი კამპანიურ ღონისძიებებს, ხომ არ ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ამის განხორციელება. ამიტომ სასურველია, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა არ განახორციელონ ასეთი აქტივობები",-განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

ქართული ოცნების თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 50-მდე ადგილობრივ მეწარმეს ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.


close დახურვა